logo
ENG



თამარ მეარაყიშვილი ჯანდაცვის უწყებიდან საჯარო ინფორმაციის მიღებას ითხოვს და შიმშილობს

30 მარ 202111:31
3 წუთის საკითხავი
 
თამარ მეარაყიშვილი ჯანდაცვის უწყებიდან საჯარო ინფორმაციის მიღებას ითხოვს და შიმშილობს
თამარ მეარაყიშვილი

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი მეორე დღეა შიმშილობს. 

ის ითხოვს, მიაწოდონ საჯარო ინფორმაცია, რას ხმარდება თანხა, რომელიც საქართველოს ბიუჯეტიდან ირიცხება შ.პ.ს. ახალგორის საავადმყოფოს ანგარიშზე.

"რატომ მაინტერესებს? მე იმ რამდენიმე ადამიანს შორის ვარ, ვინც აქ ცხოვრობს და არ აქვს დევნილის დახმარება - არც კოტეჯი მიმიღია, არც ფულადი კომპენსაცია და არც სოციალური დახმარება მაქვს.

სწორედ ჩემთვის და იმ რამდენიმესთვის უნდა იხარჯებოდეს ბიუჯეტის თანხა, რომელიც თითქოს ახალგორის საავადმყოფოს მუშაობას უწყობს ხელს. სამწუხაროდ, არანაირ დახმარებას არ ვიღებ - ექიმს ფულს ვუხდი, წამალს თავად ვყიდულობ... რაც უფასოდ მიმიღია - ცხინვალი აფინანსებს. რაში იხარჯება ბიუჯეტის თანხა - ამას ვცდილობ. შიმშილობამდე გამოვითხოვე საჯარო ინფორმაცია და არ მომცეს.

რა გამოდის? აქ უნდა ვიცხოვრო, გავიარო ის სირთულეები, რაც აქ ცხოვრებას ახლავს, მუდმივი სტრესი, უიმედობა, შიშში ცხოვრება იმისთვის, რომ როგორც ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ვარსებობდე, რათა თბილისმა გაამართლოს ანგარიშებში თანხის გამოყოფა?

ვერც შემაშინებთ- 2017 წელს ყველა ვინც აღნიშნული საკითხით დაინტერესდა, ახალგორის პოლიციის სამმართველოში დაიბარეს და უფროსის დამცინავი მიმართვების მოსმენა მოუწიათ მის კაბინეტში, სადაც საწოლი ოთახი ჰქონდა მოწყობილი.

ვერ მომისყიდით

ვერ გამაჩუმებთ". - წერს მეარაყიშვილი


close დახურვა